ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ორიგამის წეროების დამზადების ვორკშოპი

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სტუდენტებისთვის გაიმართება ორიგამის წეროების დამზადების ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნაგასაკის ატომური ბომბის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენის „იაპონიის ატომური დაბომბვა“ ფარგლებში. სტუდენტების დამზადებული ორიგამები განთავსდება საგამოფენო სივრცეში.

ვორკშოპს გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა, რომელიც საქართველოში JICA Japan-ის საზღვარგარეთული თანამშრომლობის მოხალისის სტატუსით იმყოფება.

ორიგამის წეროების შესახებ

იაპონიაში წერო იღბლიან ფრინველად ითვლება. უძველესი პერიოდიდან იაპონელები ორიგამის წეროებს აკეთებდნენ, რათა ღმერთებს მათი სურვილები შეესრულებინათ.

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჰიროშიმაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი. დაბომბვის მსხვერპლი იაპონელი გოგონა რადიაციით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით დასნეულდა. ტკივილისგან შეწუხებულმა გადაწყვიტა, 1000 ქაღალდის წეროს გაკეთება. მას სწამდა, რომ თუ ამას გააკეთებდა, ღმერთები განკურნავდნენ. სამწუხაროდ გოგონა გარდაიცვალა, თუმცა ეს ფაქტი საყოველთაოდ ცნობილი გახდა და ორიგამის წერო მშვიდობის სიმბოლოდ იქცა. ამჟამად არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც ქაღალდის წეროებს მშვიდობისთვის სალოცავად აკეთებენ.

ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, 19 დეკემბრის 18:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია. მასზე დასწრებას შეძლებს პირველი 100 რეგისტრირებული სტუდენტი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

სამუშაო ენა: იაპონური, უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ქართულად.

დრო: 22 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ.N1

2023

 

 

ბანერები