ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

NASA Space Apps COVID-19 Challenge

ღონისძიებები

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, NASA European Space Agency (ESA)-სა და Japan Aerospace Exploration Agency (JAXA)-თან ერთად 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალურ ჰაკათონს – NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინრეჟიმში გამართავს.

პროექტი Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები არიან სექტორი 3 და პრომედოსი.

ვირტუალურ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად NASA იწვევს პროგრამისტებს, ენტერპრენერებს, მეცნიერებს, დიზაინერებს, ორატორებს, მშენებლებს, არტისტებსა და ტექნოლოგებს მთელი მსოფლიოდან. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან შექმნიან ვირტუალურ გუნდებს და დედამიწის დაკვირვების მონაცემების საფუძველზე შეიმუშავებენ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების (ახალი კორონა ვირუსი, მისი გავრცელება, გავლენა დედამიწაზე, ადამიანებისა და ეკონომიკური საპასუხო ქმედება ვირუსისადმი) გადაჭრის გზებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება NASA-ს, ESA-სა და JAXA-ს მიერ მოპოვებული სატელიტური მისიებით დედამიწის დაკვირვების მონაცემები, გარდა ამისა, ESA ჰაკათონის გამარჯვებულების შესარჩევად გამოჰყოფს დედამიწის შემსწავლელ ექსპერტებსა და ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ EuroDataCube-ს.

საქართველოში ჰაკათონი ორ ეტაპად გაიმართება დატათონ-ბუთქემფი და გლობალური ჰაკათონი. 29 მაისს ჩატარდება ვირტუალური დატათონ-ბუთქემფი ქართველი მონაწილეებისთვის. ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები და მენტორები მონაწილეებს დაეხმარებიან გლობალური ჰაკათონისთვის მომზადებაში მონაცემების გამოყენების, სქრაფინგის, ვიზუალიზაციისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრებითა და ვორკშოპებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მიიღონ ფულადი და სხვა სახის ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში (საუკეთესო იდეა, საუკეთესო გუნდი, საუკეთესო მოქმედება და ა. შ.).

30-31 მაისს კი მონაწილეები შეუერთდებიან გლობალურ ჰაკათონს და მუშაობას განაგრძობენ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებთან.

რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად მაისის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1502816383233501/

ბანერები