ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Live-ციკლი: შეხვედრები მშობლებთან

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იწყებს შეხვედრების ციკლს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

შეხვედრებზე ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები ისაუბრებენ აუტიზმთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მოისმენენ მშობლების მოსაზრებებსა და უპასუხებენ შეკითხვებს.

ციკლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები

თემა: „ინტერაქციის ვიდეოანალიზი“

ფასილიტატორი: ნინო გოგიჩაძე, ფსიქოლოგი, პროფესიული საბჭოს წევრი

დრო: 22 მაისი, 16:00 საათი

ვრცლადhttps://bit.ly/36ifSFX


თემა: „ფუნქციური უნარებისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა“

ფასილიტატორი: ფსიქოლოგი ნატა ძაძამია

დრო: 29 მაისი, 16:00 საათი

ვრცლად: https://bit.ly/2zrNW6u


თემა: „ბავშვთან კომუნიკაციის ამოცანა; კონტროლი, თუ თვითკონტროლი?“

ფასილიტატორი: ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ცინცაძე

დრო: 5 ივნისი, 16:00 საათი

ვრცლადhttps://bit.ly/2ZwIlpY

შეხვედრები წარიმართება ფეისბუქის ლაივის საშუალებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდიდან.

ბანერები