ლექსიკონის დღე
ღონისძიებები
13 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 ოთახში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ლექსიკონის დღე.
ლექსიკონის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნავენ ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის (European Master in Lexicography ) კონსორციუმის წევრი გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, უნგრეთისა და იტალიის უნივერსიტეტები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კონსორციუმის სრული წევრია. ამ დღეს ასევე აღნიშნავენ კონსორციუმის ასოცირებული წევრი უნივერსიტეტები თითქმის ყველა კონტინენტზე.
ლექსიკონის დღის პროგრამა:
- ტერმინოლოგიური კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მეხუთე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება;
- შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ნეოლოგიზმების კვლევა თანამედროვე ქართულ ენაში“ შუალედური შედეგების წარდგენა;
- ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პროექტის „სიტყვანის განსაზღვრის მეთოდოლოგია ქართულ-ინგლისური სასწავლო ლექსიკონისათვის“ წარდგენა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 13 დეკემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024