ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა

ღონისძიებები

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეშვიდე ქებას.

შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს.

პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი.

შეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის, და დანტეს, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის, ანალიზი, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება, თუ რა არის ის, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ.

დრო: 8 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები