


საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა / GAMS) IX საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“
ღონისძიებები
6-8 ოქტომბერს, ქუთაისში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“.
კონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ.
კონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში” გათვალისწინებულია როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა ექიმებისთვის, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ უნარები, მიდგომები, ჩვევები და ცოდნა. პირველ რიგში, ნევროლოგებისთვის (მათ შორის ინსულტის მედიცინა და ზოგადი ნევროლოგია), ოჯახის ექიმებისთვის, ანესთეზიოლოგებისთვის, რადიოლოგებისთვის, ზოგადი ქირურგიის, უროლოგიის, ფსიქიატრიის, ნეიროქირურგიის სპეციალისტებისთვის, საბაზისო-სამეცნიერო და სამედიცინო განათლების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.
ფორმატები:
დიდაქტიკური ფორმატი მოიცავს ლექციების, შემთხვევაზე ორიენტირებული დისკუსიების, მინი-ქეისების სავარჯიშოების, მრავალცენტრიანი საერთაშორისო კვლევების მონაცემებისა და ინტერაქტიული შემთხვევის დისკუსიების კომბინაციას. ყოველი სესიის ბოლოს იგეგმება ინტერაქტიული დისკუსიები. დიდაქტიკური შემთხვევები, რომლებიც წარდგენილია ტუტორების მიერ, იქნება სასარგებლო აპლიკანტებისთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვისთვის.
კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ აქ.
GAMS-ის შესახებ:
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (GAMS) დაარსდა 2006 წელს; ორგანიზაციის მიზანია ექიმებსა და სამედიცინო სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება, სამედიცინო რეგულაციების პრობლემური საკითხებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გამოცდილების განხილვა, აღნიშნულზე დაყრდნობით. ქმედითი წინადადებების მომზადება/წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ სტრუქტურებში და მათი დანერგვის ხელშეწყობა, საქართველოში მოღვაწე ექიმებს შორის უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების სტიმულირება და პოპულარიზაცია.
GAMS არის ევროპული კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება ევროპული სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის სპეციალობათა საბჭოში საქართველოს მხრიდან დაასახელოს ორი სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის წარმომადგენელი შესაბამისი სპეციალობის საბჭოში.
2024