ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“

ღონისძიებები

2024 წლის 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი გამართავს პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“.  

საორგანიზაციო კომიტეტი იღებს მოხსენებებს ქართველური ენების, ქართველური ლინგვისტური მრავალფეროვნების, საფრთხეში მყოფი ენების ენობრივი დოკუმენტირებისა და კომპიუტერული დამუშავების შესახებ.

ინტერესთა სფერო მოიცავს შემდეგ თემებს (თუმცა არ შემოიფარგლება):

  • ქართველური ენების ფონოლოგია, მორფოსინტაქსი და სემანტიკა
  • ქართველური ენების შედარებითი ენათმეცნიერება
  • ქართველური ენების სოციოლინგვისტური ასპექტები
  • ქართველური ენების დიალექტოლოგია და ვარიაცია
  • ქართველური ენების კონტაქტ-ლინგვისტიკა და ენობრივი ცვლილება
  • საფრთხეში მყოფი ქართველური ენების დოკუმენტირება და აღწერა
  • ენობრივი დოკუმენტირების ეთიკური კომპონენტი
  • საფრთხეში მყოფი ენების დამუშავების ციფრული ხელსაწყოები და რესურსები

თეზისების წარდგენა

კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ივნისი

თეზისებმა (ქართული, ინგლისური) უნდა უპასუხოს კონფერენციის თემატიკას.

სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

მოხსენების სათაური, საკვანძო სიტყვები, აბსტრაქტი (აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას მაგალითებისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით)

აბსტრაქტი უნდა წარადგინოთ Easychair-ის საშუალებით.

კომისია განიხილავს და შეარჩევს კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს და დაუკავშირდება მათ ავტორებს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისის 18:00 საათისა (საქართველოს დროით).

თეზისების წარდგენის ბოლო ვადის (2024 წლის 15 აგვისტო) გასვლის შემდეგ დაშვებულ მოხსენებათა თეზისებში ცვლილებები არ შევა.

მოხსენებების თეზისები დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში.

თეზისების წარდგენის ვადები

  • თეზისების წარდგენა: 2024 წლის 15 ივნისი
  • შეტყობინება მოხსენების მიღების შესახებ: 2024 წლის 15 ივლისი
  • თეზისების ბოლო ვერსიის წარდგენა: 2024 წლის 15 აგვისტო

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. https://kld.iliauni.edu.ge/

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 31 ოქტომბერი-1-ელი ნოემბერი

2024

ბანერები