ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“

ღონისძიებები

24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გერმანიის კონსტანცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (HTWG Konstanz) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“.

კონფერენციის მიზანია მეცნიერთა, მკვლევრების, პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეკრება კვლევის შედეგებისა და შეხედულებათა გასაზიარებლად.

აბსტრაქტების მიღება და კონფერენციაზე რეგისტრაცია 

კონფერენციაზე მოხსენების წარდგენის მსურველებს გთხოვთ, გამოგზავნოთ აბსტრაქტები ტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების სხვადასხვა ასპექტის, ასევე მათ შორის კავშირის შესახებ.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა  2024 წლის 15 სექტემბერი.

სამუშაო ენა:  ინგლისური

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N1

2024

ბანერები