საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“
ღონისძიებები
10-13 სექტემბერს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“ კვლევითი პროექტის „XVII-XIX საუკუნეების ევროპული რელიგიური მისიების წყაროთა ინტერპრეტაციისათვის. საქართველო ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან“ (HE-21-977) ფარგლებში. პროექტი 2021 წლიდან ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://lecami.iliauni.edu.ge/ka/program
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32
დასწრება თავისუფალია.
2024