ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

ქცევის ანალიზის პირველი კონფერენცია საქართველოში

ღონისძიებები

31 მარტს, 09:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ერთობლივი კონფერენცია. ეს არის პირველი კონფერენცია საქართველოში, რომელიც ქცევის ანალიზის სფეროში ტარდება.

კონფერენციის მიზანია, ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში არსებული მიღწევების, გამოცდილებებისა და გამოწვევების  გაზიარება და ცნობადობის გაზრდა.

კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც ქცევის გამოყენებით ანალიზის სფეროში მომუშავე, ასევე სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

კონფერენციის ძირითადი თემებია:

  • საქართველოში ქცევის ანალიზის გავრცელების ისტორია და ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა;
  • ფართო საზოგადოებისათვის საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის გაცნობა;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისაგან მოხსენებები სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
  • პანელური დისკუსია.

დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/lIPR8

ფორმატი: კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით:

პირისპირ ფორმატში დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და წინასწარ რეგისტრაციის საშუალებითაა შესაძლებელი.

კონფერენციაზე ონლაინ დასწრება შესაძლებელი იქნება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდის გვერდის საშუალებით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 31 მარტი, 09:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1

2024

 

 

 

ბანერები