ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

„იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“ - იაპონიის ელჩის, იშიძუკა ჰიდეკის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

4 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას „იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“.

ლექცია მიეძღვნება იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ პარალელებს, ახსნის როგორც იაპონიის უნიკალურ თავისებურებებს, ისე საერთო ღირებულებებს. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კვლევაზე დაყრდნობით დამსწრე საზოგადოება უფრო ღრმად შეიცნობს იმ კომპლექსურობისა და ნიუანსების შესახებ, რომლებიც ახასიათებს როგორც იაპონურ, ისევე ქართულ კულტურას.

მომხსენებელი დეტალურად ისაუბრებს შოთა რუსთაველის ეპოსის მსგავსებაზე იაპონურ კლასიკურ ლექსებთან და იაპონელ ისტორიულ მოღვაწეებს შეადარებს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს.

მომხსენებლის შესახებ

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 4 აპრილი, 15:00 - 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია

2024

ბანერები