ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

KKAA-ის ფილოსოფია და შეხედულებები – არქიტექტორ ნიკოლას გეშარდის პრეზენტაცია

ღონისძიებები

21 თებერვალს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში კომპანია Kengo Kuma And Associates-ის არქიტექტორი ნიკოლას გეშარდი გამართავს პრეზენტაციას KKAA-ის ფილოსოფიისა და შეხედულებების შესახებ.

KKAA პროექტებს 40-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. მისი ნიშაა ბუნებას, ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის ახალი ურთიერთობის შექმნა.

მომხსენებელი ისაუბრებს კომპანიის ბოლო დროინდელ დასრულებულ პროექტებზე: H.C. ანდერსენის მუზეუმი, Water Culture House Projectდა Ibsen Library კონკურსი.

არქიტექტორი ნიკოლას გეშარდი, Kengo Kuma And Associates-ის პროექტის მენეჯერი, მუშაობდა ბევრი სააგენტოს სახელით, მათ შორისაა: KKAA - Kengo Kuma and Associates-ის ტოკიოს ოფისი, Agence Nicolas Michelin et Associés-ი, პარიზი და Sou Fujimoto-ის ტოკიოს ოფისი. მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში: H.C.Andersen Museum და Water Culture House დანიაში. ნორვეგიის იბსენის ბიბლიოთეკის კონკურსის გამარჯვებულია.

კომპანია Kengo Kuma And Associates 1990 წელს დააარსა კენგო კუმამ. ის ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ემერიტუსია. ასწავლიდა კეიოსა და ტოკიოს უნივერსიტეტებში.

ძირითადი პუბლიკაციები: ზენ შიგოტო (კენგო კუმა – ნამუშევრების სრული კოლექცია, Daiwa Shobo), Ten Sen Men („წერტილი, ხაზი, თვითმფრინავი“, Iwanami Shoten), მაკერუ კენჩიკუ (დამარცხების არქიტექტურა, ივანამი შოტენი), შიზენ ნა კენჩიკუ (ბუნებრივი არქიტექტურა, Iwanami Shinsho), Chii-sana Kenchiku (მცირე არქიტექტურა, Iwanami Shinsho) და სხვ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://kkaa.co.jp/en/

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 21 თებერვალი, 17:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები