ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI

19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი FILM XR-თან ერთად გამართავს შეხვედრას „იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI“. 

შეხვედრაზე განიხილავენ XR და AI ტექნოლოგიების გავლენას თანამედროვე ფილმისა და კულტურის ინდუსტრიაზე: 

  • XR ინდუსტრიის უახლეს ტენდენციები და ბაზრის მიმოხილვა;
  • AI ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ფილმისა და ვიდეოწარმოებისთვის. 

შემდეგ დამსწრეთ უჩვენებენ VR პროექტებს/ფილმებს – ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიით და იმერსიული ხელსაწყოებით შექმნილ 10 სხვადასხვა საერთაშორისო ანიმაციურ პროექტს.

დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ, VR სათვალეებით უყურონ საფრანგეთში  შექმნილ მსოფლიოში აღიარებულ XR ნამუშევრებს – Emmy-ისა და ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელ პროექტებს. 

შეხვედრაზე რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/WwgwUSs51dAe9zY37  

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge 

სამუშაო ენა: ინგლისური 

დრო: 19 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება რეგისტრაციით. 

2024

 

ბანერები