ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის (TCO) პრეზენტაცია

ღონისძიებები

3 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის (TCO) პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება:

  • TCO-ს მიზნები და ამოცანები;
  • TCO-ს სამოქმედო გეგმა;
  • TCO-ს მიერ შეთავაზებული სერვისები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO) ჩამოყალიბდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მხარდაჭერით. ის ერთ-ერთიპირველია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის და უზრუნველყოფს კვლევით დაწესებულებებსა და კომერციულ კომპანიებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს პროცესი, თავის მხრივ, განაპირობებს სამეცნიერო ინოვაციების დაკავშირებასბაზრის არსებულ მოთხოვნებთან და შემდგომი კვლევებისა და განვითარებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნას. TCO-ს გუნდი მზად არის, დაეხმაროს გამომგონებლებს და სრული იურიდიული და მარკეტინგული მომსახურება გაუწიოს ახალი ტექნოლოგიების შემქმნელებს.

პრეზენტაციის დრო: 3 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები