ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ასოცირებულ პროფესორთან, მიხეილ მაზიაშვილთან

ღონისძიებები

23 მაისს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, მიხეილ მაზიაშვილთან.

შეხვედრის თემაა: „კვანტური სივრცე ინფორმაციის თეორიის მაგალითზე“.

ტრადიციული წარმოდგენის ფარგლებში, სივრცე უწყვეტია იმ აზრით, რომ მისი ყოველი წერტილს მონიშვნა შესაძლებელია ნებისმიერი სიზუსტით. სხვა სიტყვებით, სივრცის გარჩევისუნარიანობა შეუზღუდავია. ასეთივეა ჩვენი წარმოდგენა, კლასიკური ფიზიკის ფარგლებში, ფაზურ სივრცეზე. კვანტური მექანიკა და, კერძოდ, განუზღვრელობის თანაფარდობა, მიუთითებს რომ ფაზური სივრცის გარჩევისუნარიანობა შეზღუდულია პლანკის მუდმივით. მსგავსად ამისა, კვანტურ მექანიკასთან ერთად გრავიტაციული ეფექტების გათვალისწინება მიუთითებს, რომ, თავის მხრივ, სივრცის გარჩევისუნარინობა შეზღუდულია პლანკის სიგრძით. დავსვათ საკითხი ასე: შეიძლება თუ არა სივრცე იყოს ერთდროულად უწყვეტიც და დისკრეტულიც? ასეთი შესაბამისობა გვაქვს ინფორმაციის თეორიის ფარგლებში ციფრულ და ანალოგურ სიგნალებს შორის. მოხსენების ფარგლებში მიმოხილული იქნება ეს საკითხები ფართო აუდიტორიისათვის.

დრო: 23 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები