ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია - WELCOME PARTY 2024
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების ცერემონია 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება.
ღონისძიებას გახსნიან და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან დარახველიძე.
ტრადიციულად პირველკურსელთა მიღების ცერემონიაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებულ და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებულ პირველკურსელებს.
დაჯილდოების შემდეგ დაუკრავენ
- Tape Visitors
- MORB
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით!
დრო: 28 სექტემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო
დასწრება თავისუფალია.
2024