ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა პოეტ პაატა შამუგიასთან

ღონისძიებები

19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე პოეტ პაატა შამუგიასთან.

სტუმარი ირაკლი სამსონაძის მოთხრობის - „ქელეხი ქარში“ - შესახებ ისაუბრებს. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

ძალზე ნაცნობი ტოპოსი – ქუთაისი; ავტონომიური ლოკალი – რესტორანი; დრო – 1988 წლის 13 აპრილი. დიმიტრი კ...ძე, იგივე ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. ავტორს სარისკო გზა აქვს არჩეული. შემთხვევითი, იშვიათი ფაქტი უნდა აქციოს მხატვრული ინტერესის საგნად. ეს იოლი ამოცანა არ არის, რადგან საქმე გვაქვს არა ანეკდოტთან, არამედ თხრობასთან, რომელშიც მონაწილეობს კონკრეტული ხასიათებისა და სახეების წყება. თანამედროვე ქართული მარაზმი ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაში ახალი თემა არ არის. რომანი „ყურთბალიში“ ამ თემის მხატვრული ანალიზია. იგივე შეიძლება ითქვას „ლეას საათზე“. კომედია-აბსურდი-ტრაგედია ის თვალშისაცემი ნიშნებია, რაც ირაკლი სამსონაძის პროზასა და დრამატურგიას ერთმანეთთან ანათესავებს. „ქელეხი ქარშიც“ ამ პრინციპით არის შესრულებული. ამ თვალთახედვით იკითხება მთავარი აზრი. რამდენადაც მკვეთრია აბსურდის ეფექტი, იმდენად მდგრადია თხრობის სტილი, რომელშიც შერწყმულია პროზაული, დრამატურგიული და კინემატოგრაფიული დეტალები. ამასთან, მართალი, ბუნებრივი დიალოგები და ზუსტი რემარკები ჩამოქნილი, პლასტიკური ხასიათები, ცოცხალი სიტუაციური. გარემო და ზომიერი ფსიქოლოგიზმი.

დრო: 19 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები