ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯონათან ფრენზენის რომანის „შესწორებები“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

6 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ჯონათან ფრენზენის რომანის „შესწორებები“ პრეზენტაციაზე.

წიგნი თამარ ჯაფარიძემ თარგმნა და მას გამომცემელი ლუკა გრიგოლია და მთარგმნელი გურამ ღონღაძე წარადგენენ.

წიგნის შესახებ

ხანდაზმული ინჟინერი ალფრედ ლამბერტი და მისი მეუღლე ინიდი მარტო ცხოვრობენ აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქ სენტ-ჯუდში. ზრდასრული შვილები – გარი, ჩიპი და დენიზი – კარგა ხანია, გაფანტულან და ყოველ მათგანს საკუთარი ცხოვრება აქვს. მამას თანდათანობით ებინდება გონება და დედა ცდილობს, თავი მოუყაროს შვილებს, რადგან უნდა, რომ შობა ყველამ ერთად გაატაროს უკანასკნელად...

ესაა ოჯახური საგა, რომელშიც ყოფითი ამბები ამერიკის თანამედროვე ცხოვრების ფონზე ვითარდება. წიგნის გმირებს უყვართ ერთმანეთი, სძულთ, ეხმარებიან გაჭირვებაში... რთული ოჯახური ურთიერთობების ამ მოზაიკიდან შეიძლება არა მარტო ამერიკული, არამედ ზოგადად ადამიანური ცხოვრების სურათის აწყობა, რომელზეც თითოეული მკითხველი ბევრ ცხოვრებისეულ რამეს იცნობს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ რომანმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში.

თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ჯონათან ფრენზენი (დ. 1959) რომანმა „შესწორებები“ (2001) ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსთა რიგებში ჩააყენა. წიგნი გამოცემისთანავე 35-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა. ავტორს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები – „წიგნის ნაციონალური პრემია“ (2001) და „ჯეიმზ თ. ბლეკის მემორიალური პრიზი“ (2002) მიენიჭა.

დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


ბანერები