ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის კიბერლაბორატორიის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

ღონისძიებები

1 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T404 აუდიტორიაში ილიაუნის კიბერლაბორატორია წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.

უნილაბის წარმომადგენლები ისაუბრებენ 2023 წელს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, კერძოდ:

  • E202 ოთახის კედლის მხატვრობის საიტი
  • ბავშვების ინტერაქტიული წიგნების ლაბორატორია
  • უნილაბის ლექსიკონი
  • ადიქციის ვებგვერდი
  • უნილაბის შიდა სისტემა
  • სათამაშოების ონლაინ მაღაზია
  • უნიკურსი - ონლაი სასწავლო კურსი ნებისმიერი მსურველისთვის
  • TRUTHTECHTHON - მედიაწიგნიერების ჰაკათონი
  • STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი
  • ნარატივ დიზაინის კვირეული

დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, გაიგოს მეტი უნილაბის საქმიანობის, სასწავლო კურსებისა და აქსელერაციის პროგრამის შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 1 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T404 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


უნილაბის შესახებ

უნილაბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორიაა, რომელიც მიზნად STEAM პროფესიების პოპულარიზაციას ისახავს.

უნილაბი აერთიანებს თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს, შემდეგი მიმართულებებით:

  • Front-End დეველოპმენტი;
  • Back-End დეველოპმენტი;
  • ციფრული კომუნიკაციები
  • გრაფიკული და ინტერფეის დიზაინი;
  • ICT პროექტების მართვა;

ამასთან, ქმნის სხვადასხვა ციფრულ პროდუქტსა და პლატფორმებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

2024

ბანერები