ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და „ფორბსის“ ერთობლივი სასტიპენდიო კონკურსი - aBItour

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ყველაზე გავლენიან ბიზნესგამოცემა „ფორბსთან” ერთად აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს - aBItour.

თუ თვლი, რომ ხარ ინოვაციური და კრეატიული, შეგიძლია გამოწვევების მიღება, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების, ამასთან,  წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებ, მაშინ არ გაუშვა ეს შესაძლებლობა.

რატომ?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

✔ მიიღო მეტი ინფორმაცია ბიზნესგანათლებისა და მომავალი პროფესიის შესახებ - გააკეთო სწორი არჩევანი;

✔ მიიღო ბიზნესიდეის ფორმირებისა და მისი წარდგენისთვის საჭირო ცოდნა, გამოიმუშაო საჭირო უნარ-ჩვევები - იყო მზად ბიზნესის კეთებისთვის;

✔ გაიცნო მსგავსი ინტერესების ადამიანები და მათთან ერთად განახორციელო ინოვაციური და კრეატიული იდეების გენერირება - დაიწყო ბიზნესი;

✔ მოიპოვო სასტიპენდიო ვაუჩერი - თავად დაიფინანსო სწავლა.

როგორ?

თუ 2018 წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და შენთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესოა, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 6 მაისისა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად მიჰყევი ბმულს: https://goo.gl/Qe1KmK 

როდის?

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

  • პირველი შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებას (არ საჭიროებს რაიმე ტიპის სპეციფიკურ ცოდნას და ამოწმებს შენს ბიზნესალღოს, კრეატიულობასა და ბიზნესის სფეროში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარებს), გაიმართება 3 ივნისს.
  • მეორე ტური, რომელიც გულისხმობს აქსელერაციას (მომზადებას კონკურსის მომდევნო ეტაპისთვის), ასევე მონაწილეების ჯგუფებად დაყოფას და ბიზნესიდეის ფორმირებას, ჩატარდება 9-10 ივნისს.
  • მესამე ეტაპი, რომელიც ნებაყოფლობითია და მოიცავს პროფესიონალ მენტორებთან შეხვედრას, ასევე დამატებითი კონსულტაციების მიღებას, რათა დავალების შესრულება შეძლო, ჩატარდება 14 ივნისს.
  • კონკურსის ფინალი - გულისხმობს ბიზნესიდეის წარდგენას (ფიჩინგს) და გამარჯვებული გუნდების გამოვლენას.

პრიზები

პირველი ადგილი - პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯილდოებს 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით*;

მეორე ადგილი - მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოებს 650-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით*;

ნახევარფინალისტები - კონკურსის ყველა ნახევარფინალისტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 3-დღიან საგზურს ილიაუნის სასტუმროში შემეცნებით ბანაკში, სადაც არაფორმალურ და კომფორტულ გარემოში ბიზნესის სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები თქვენთვის დააწესებენ პრიზებს, რომელთაც დროდადრო გაგიზიარებთ.

პროექტის მედიაპარტნიორები:

ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა „ფორბსი“ და ტელეგადაცემა „საქმიანი დილა“.

ილიაუნი გისურვებთ წარმატებას.

*სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

  • ბიზნესიდეების კონკურსზე aBItour მიღებული სასტიპენდიო ვაუჩერით სარგებლობას შეძლებ, თუ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე;

  • სასტიპენდიო ვაუჩერი გადმოგეცემა იმ შემთხვევაშიც, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებ 100%-იან სახელმწიფო გრანტს. თანხის გამოყენებას შეძლებ პირადი საჭიროებების შესაბამისად (გადაიხდი ბინის ქირას, შეიძენ ლეპტოპს, წიგნებს და ა.შ.);

  • ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ შენ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების (ილიაუნის სტიპენდიის მოპოვების სხვა შესაძლებლობებისთვის მიჰყევით ბმულს:  ) ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებ, დაჯილდოვდები თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე ერთი სასტიპენდიო ვაუჩერით. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 pr@iliauni.edu.ge

(+995 32) 222 00 09 (352)



ბანერები