ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პრეზენტაციას გამართავს

ღონისძიებები

18 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის საგანმანათლებლო კორპუსში გაიმართება პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პრეზენტაცია.

პროექტს განახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

პრეზენტაციას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერი ნიკა (ნინო) ყოჩიაშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.  მონაწილეობას მიიღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც.

პროექტის შესახებ პრეზენტაციას წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მენეჯერი ნანა დიხამინჯია პარტნიორი ორგანიზაციების – საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის – წარმომადგენლებთან ერთად.

პროექტის მოკლე აღწერა

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან მედიასაშუალებები. ღონისძიების ტრანსლირება მოხდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორების ფეისბუქგვერდებზე.

 

ბანერები