ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის STEM-აკადემია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  STEM-აკადემია გაძლევთ შესაძლებლობას,  მაისიდან  ივლისის ჩათვლით, ოთხშაბათობით, დაესწროთ საინტერესო, ინტერაქტიულ, სამეცნიერო-პოპულარულ მოხსენებებსა და საჯარო ლექციებს ასტროფიზიკის, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, ეკოლოგიის, ინჟინერიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ.

ილიაუნის STEM-აკადემიაში ჩასაბარებლად საჭიროა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 15 მაისისა.

თემები, რომლებსაც შევეხებით:

ილიაუნის STEM-აკადემიის ფარგლებში ჩვენი პროფესორები და მკვლევრები ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გასაგები, სამეცნიერო-პოპულარული ენით  ისაუბრებენ შემდეგ თემებზე შემდეგი განრიგით

ინჟინერიის მოდული   დრო: 16 მაისი, 19:00 საათი 
  ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია
  • ხელოვნური ინტელექტი და რობოტიქსი 
 
  • კუბსატები – დედამიწის მცირე ზომის ხელოვნური თანამგზავრები 
 
  • კომპიუტერული ინჟინერია პრაქტიკაში 
 
 
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/iMDzyE
 
 
ასტროფიზიკის მოდული  დრო: 30 მაისი, 19:00 საათი 
  ადგილმდებარეობა:  E207 აუდიტორია
  • სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ 
 
  • ფიზიკის პარადოქსები 
 
 
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/drwqd3
 
 
ფიზიკის მოდული  დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი 
  ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია
  • რატომ დუმს სამყარო – ფერმის პარადოქსი და მისი ამოხსნის 75 მცდელობა 
 
  • ინჟინერიის მიღწევები  და ბუნებისმეტყველების კანონები 
 
  ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/nFmmDn
 
 
ეკოლოგიის მოდული  დრო: 13 ივნისი, 19:00 საათი 
  ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია
  • უსქესო გამრავლება ქვეწარმავლებში: ევოლუციური ჩიხი თუ ევოლუციის ახალი განზომილება 
 
  • დელფინები შავ ზღვაში: ევოლუცია, პოპულაციების მდგომარეობა და მათზე მოქმედი საფრთხეები 
 
  • მწერების მოძრაობის კომპიუტერული მოდელირება 
 
  ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/k6HiiX
 
 
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მოდული  დრო: 20 ივნისი, 19:00 საათი 
  ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია
  • დედამიწის აგებულების შესწავლა ექსპერიმენტული აფეთქებებით 
 
  • წყალმოვარდნის სიმულაცია მდინარე ვერეზე: 13 ივნისის მოვლენები 
 
  • ვულკანიზმი და სიცოცხლის წარმოშობა: ახალი თეორია ტექნოლოგიებისა და მეცნიერების გზაჯვარედინზე
 
 
ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/KNkrts
 
 
საბუნებისმეტყველო მოდული დრო: 4 ივლისი, 19:00 საათი 
  ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია
  • გადავცემთ თუ არა ჩვენს ცხოვრებაში შეძენილ ინფორმაციას ჩვენს შვილებს გენეტიკურად 
 
  • რა არის ვერცხლისწყალი 
 
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და განათლება 
 
  ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/teR8V4
   

ვისთვის არის განკუთვნილი ილიაუნის STEM-აკადემია?

STEM-აკადემიის საჯარო ლექციები საინტერესო და სასარგებლო იქნება:

  • საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის (IX, X, XI, XII კლასი);
  •  საბაკალავრო პროგრამის იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებიათ, კონკრეტულად რა მიმართულებით გააგრძელებენ სწავლას  –  ძირითადი (Major) პროგრამა არ აურჩევიათ;
  • ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის, რომლებიც სამეცნიერო თემებით ინტერესდებიან;
  • მეცნიერებითა და STEM-მიმართულებებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის

როგორ დავესწრო ილიაუნის STEM-აკადემიის ლექციებს?

ილიაუნის STEM-აკადემიაში ჩასაბარებლად საჭიროა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 15 მაისისა – მონიშნეთ ფორმაში ყველა ის მოდული, რომელიც თქვენთვის საინტერესოა და ჩვენ დაგიკავშირდებით.  

სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/H8vDkM

STEM-აკადემიის ყველაზე ერთგული მსმენელები დაჯილდოვდებიან საინტერესო პრიზებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის

www.facebook.com/iliauni

pr@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (352)

ბანერები