ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ფორუმი 2026
ღონისძიებები
4-6 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს ტრადიციულ სამეცნიერო ფორუმს, რომელზეც ფართო საზოგადოებას წარუდგენს უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრებისა და ინსტიტუტების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს.
ფორუმი 4 მარტს, 16:00 საათზე, ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტში გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო პროგრამის ფარგლებში. 5 და 6 მარტს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტის G106 დარბაზში უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრები და ინსტიტუტები საზოგადოებას წარუდგენენ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, დასრულებული და მიმდინარე კვლევითი პროექტების შედეგებს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს.
გახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგება უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, რომელიც შეაჯამებს გასული წლის სამეცნიერო მიღწევებს და ისაუბრებს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებზე.
სამეცნიერო ფორუმი წარმოადგენს აკადემიური საზოგადოების, სტუდენტებისა და დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს კვლევის შედეგების გაზიარებას, პროფესიულ დიალოგსა და ახალი თანამშრომლობების ფორმირებას.
დეტალური განრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.
დრო და ადგილმდებარეობა: 4 მარტი,16:00 საათი – ფორუმის გახსნა (ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, ბოტანიკის ქ. N1)
5-6 მარტი 12:00 საათი – პრეზენტაციები (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის გასასვლელი N 1-3)
დასწრება თავისუფალია.
2026