ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღეზე

ღონისძიებები

9 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე გაიმართება ევროპის დღე 2025.

მე-11 პავილიონის ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში.

მათ აქ დახვდებათ ფაბლაბ ილიაუნისა და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ საინფორმაციო კუთხე.

სტუმრებს საშუალება ექნებათ, მეტი გაიგონ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, დეტალურად გაეცნონ ტრენინგკურსებს, პროექტებს, ჰაკათონებს, დაათვალიერონ ფაბლაბის დანადგარებით შექმნილი საგამოფენო და საინჟინრო ნივთები, გაეცნონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის არსს.

სტენდზე ასევე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუსის პროექტის „განათლება მდგრადი განვითარებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ (PRESS) ფარგლებში სტუდენტების მიერ შემუშავებული რესურსების დაზოგვისა და გადამუშავების პროექტების მაკეტები.

დრო: 9 მაისი, 12:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, ა. წერეთლის ქ. N118

ღონისძიების შესახებ ვრცლად.

2025

 

ბანერები