ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იდეათონი – სტუდენტური კონკურსი საუკეთესო იდეებისთვის

ღონისძიებები

11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ილიაუნის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური კონკურსი იდეათონი „პროფესიას არ აქვს სქესი“ აღმოვაჩინოთ ახალი ადამიანები ტექნოლოგიებში. 

იდეათონის თემა

  • როგორ მოიზიდონ უნივერსიტეტებმა ქალები საინფორმაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებზე? 
  • როგორ გაზარდონ ბიზნესკომპანიებმა ქალების მონაწილეობა პროფესიებში, რომლებშიც კაცები დომინირებენ?  

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა? 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტს. 

როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურში? 

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა:10 ოქტომბერი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/fbLo7

კონკურსის ფორმატი 

რეგისტრირებული მონაწილეები კონკურსის დღეს დაიყოფიან ჯგუფებად და პროფესიონალი ინსტრუქტურებისა და გენდერის ექსპერტების მეთვალყურეობით იმუშავებენ ინოვაციურ და გენდერულად მგრძნობიარე იდეებსა და სტრატეგიებზე ორი მიმართულებით: 

  • როგორ მოიზიდონ უნივერსიტეტებმა ქალები საინფორმაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებზე? 
  • როგორ გაზარდონ ბიზნესკომპანიებმა ქალების მონაწილეობა პროფესიებში, რომლებშიც კაცები დომინირებენ?  

მონაწილეები ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან აირჩევენ ერთ-ერთს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. 

ჯგუფებად დაყოფისა და სპეციალური სალექციო სესიის შემდეგ ჯგუფებს მიეცემათ 3 საათი იდეებზე სამუშაოდ. შემუშავებულ იდეებს წარუდგენენ ჟიურის, რომელიც დაკოპლექტებულია ბიზნესკომპანიების, გაეროს ორგანიზაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებით, გენდერის ექსპერტებით. 

სამი გამარჯვებული ჯგუფი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით. 


დრო: 11 ოქტომბერი, 10:30 – 18:00

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები