ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექცია: ნარატივდიზაინი

ღონისძიებები

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ნარატივდიზაინერების საქმიანობაზე.

ლექციის შესახებ

სიტყვებით შეგიძლია შთააგონო და შეაყვარო, უსულო საგნები გააცოცხლო. ალბათ ბევრი ჩატბოტი შეგხვედრია ონლაინსივრცეში. იქნებ გამოლაპარაკებიხარ კიდეც. გაგჩენია კითხვა - ვინ ქმნის? როგორ მუშაობს?

ნარატივდიზაინერები შთაბერავენ სულს ამ ციფრულ არსებებს. მერე კი დიდი მზრუნველობით ზრდიან და ავითარებენ მათ.

ილიაუნის კიბერლაბორატორია ,,უნილაბში“ უკვე შეგიძლია შეისწავლო ეს ახლად გამომცხვარი და შემოქმედებითი პროფესია.

მანამდე კი გიწვევთ ღია გაცნობით ლექციაზე, რომელზეც ამ კურსის ავტორი და ლექტორი მარიამ გოჩიაშვილი გაგაცნობთ ამ საქმიანობის პერსპექტივებს და თქვენს ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

სპიკერის შესახებ

მარიამი ფილოლოგიის მაგისტრია. თავისი პროფესიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა ნარატივდიზაინერის საქმიანობაში მოახერხა და ამ სფეროში მოღვაწეობს ბოლო ოთხი წელია. ის „უნილაბის“, „ანიმა ჩატბოტიკსის“, ,,განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს” და „Utify“-ის თანამშრომელია.

დრო: 30 ოქტომბერი, 19:00 საათი.

ადგილი: ილიაუნის კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ფეისბუქ გვერდი.

ბანერები