ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

HR hub-თან ერთად დასაქმების ფორუმი ვაკის პარკში

ახალი ამბები

14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში HR Hub-ის დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ილიაუნის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

HR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსი და დასაქმებისა და კარიერული განვითარების მასშტაბურ შესაძლებლობებს ქმნის სამსახურის ან კარიერული განვითარების მაძიებელთათვის

ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ინტერესების შესაბამისად შეხვდნენ 50-ზე მეტ დამსაქმებელ ორგანიზაციას, გაეცნონ მათ ვაკანსიებს და გააკეთონ განაცხადი.

 ვაკანსიებისა და მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3X41Gwz 

ღონისძიება იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/449796220851795

14 ივნისს HR Hub-ის დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე მოსულ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გარდა დამსაქმებლებთან შეხვედრისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით შეგეძლებათ ეწვიოთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენებას თემაზე: მომავლის პროფესიები;

ფესტივალში მონაწილეობისთვის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/Qa1wkAgsSEx25ZPo9

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში 1 ივნისს 13:00 საათზე ილიაუნის G106 აუდიტორიაში ასევე გაიმართება კარიერული განვითარების ვორკშოპი, რომელსაც გაუძღვებიან აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლები: მარიამ კუტუბიძე, თამუნა სულხანიშვილი, ნინო კვირიკაშვილი და ლაშა სალამაშვილი. 

14 ივნისს,17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“

დრო: 14 ივნისი, 17:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი

2024


ბანერები