გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაცია
ღონისძიებები
18 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“ გეპატიჟებათ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაციაზე.
წიგნს ავტორი და ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ვახანია წარადგენენ.
პოეტური კრებულის შესახებ:
„და აი, აქ არის თავისებურება ამ წიგნისა. პოეტი არის თავისებური. არავის არა სძრახავს, არავის არ ამტყუნებს, არავისა და არაფერსა. ცხოვრება ის არის, რაც არის, ადამიანებიც ისეთნი არიან, როგორიც უნდა იყვნენ. ოღონდ თვითონ არ უნდა ყოფილიყო ისეთი ალალი, ისეთი მიამიტი, სიყვარულს რო ვერ გაფრთხილებოდა. სიყვარული ჰო ბუნების მიერია, ყვავილივით ამოდის, ყვავილივით გაიფურჩქნება და გაფრთხილება უნდა ყვავილივითა. სიფაქიზეა, სიწმინდეა, სილამაზე ჰო არის და არის, ოღონდ მთავარი მაინც სისათუთეა და უნდა იცოდე, როგორ მოუარო სისათუთესა. უნდა იცოდე. ძალაც უნდა. ძალაც უნდა შეგწევდეს. დაჰკარგავ როცა, მაშინღა შეიგნებ და სევდაც იქვეა, სევდაი იგი გაუნელებელი, სევდაი პოეტისა. სევდას მოჰყოლია უბრწყინვალესი ქმნილებანი ლირიკისა.“
ოთარ ჩხეიძე
დრო: 18 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ.N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.