ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია კარის დღე - განათლების სკოლა

ღონისძიებები

27 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში დაწყებით საფეხურზე სწავლებით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა, თანამედროვე განათლების სპეციალისტების მომზადების ლიდერი, გთავაზობთ მასწავლებლის მომზადების პროგრამას, რომელიც შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. მისი მიზანია ფართო ერუდიციის, მაღალი ღირებულებებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე მასწავლებლის მომზადება.

შეხვედრაზე გაეცნობით მასწავლებლის მომზადების პროგრამას, პროფესიული ცოდნის ათვისების თანამედროვე და ეფექტურ სტრატეგიებს, აპრობირებულ პედაგოგიურ მიდგომებსა და სიახლეებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, ჩაერთოთ საერთაშორისო პროგრამებში და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიაროთ სასწავლო სემესტრი და პრაქტიკა.

დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხებენ ილიაუნის მედიცინის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები.

დრო: 16:00-17:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე https://forms.gle/y16LshEVMw5PuLQw6

ინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI

შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

 2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები