ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია კარის დღე - ბიზნესის სკოლა

ღონისძიებები

2 მარტს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე.   

შეხვედრაზე გაეცნობით სკოლის პროგრამებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობები)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) - სწავლების ენა: ინგლისური

თუ გსურთ გახდეთ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი და შეძლოთ კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორში წარმატებული საქმიანობა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ილიაუნის ბიზნესის სკოლა საუკეთესო არჩევანია.

ღია კარის დღეზე ბიზნესის სკოლის პროფესორები და სტუდენტები გაგაცნობენ სკოლის პროგრამების სტრუქტურას, შინაარსსა და საგანმანათლებლო რესურსებს. სწავლის დროს გექნებათ თანამედროვე ლაბორატორიებში მუშაობის, კვლევებში მონაწილეობის, მოწინავე ორგანიზაციებსა და ბანკებში პრაქტიკის გავლისა და სტაჟირების საშუალება.

დრო: 11:00-13:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე https://forms.gle/NbP2YW1tjGfNVQMQ9

ინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI

შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

2024

 

ბანერები