გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
14 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის” ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართულ ლექციათა სერიის დასკვნით სესიაზე გიწვევთ საჯარო ლექციაზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ.
ლექცია, რომელსაც წაიკითხავს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვი, ეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს.
სესიას გახსნის ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში.
ლექციის შემდეგ გაიმართება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოცხადებული ესეების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. წელს ესეების კონკურსის თემა იყო „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გავლენა ადამიანის უფლებათა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტების განვითარებაზე”.
ლექციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანის უფლებათა სტატიების კრებული.
ლექციების მიზანია ახალგაზრდებში აამაღლოს ცოდნა ადამიანის უფლებებსა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ლექციების სერია დაიწყო 22 ნოემბერს და ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისის, ბათუმის,ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში.
* "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.
დრო: 14 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.