


ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული
ღონისძიებები
13-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული. ლექციების ციკლი ანტისტიგმის კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის შემცირებას.
კვირეულის თემაა „თემი“. სტუდენტურ თემს შესწევს ძალა, შექმნას ერთიანობისა და მიკუთვნებულობის განცდა. იყო უსაფრთხო და პოზიტიური თემის წევრი, მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ახალგაზრდები იზრდებიან და ვითარდებიან, როდესაც დაკავშირებულები არიან სხვებთან, მხარდამჭერი გარემო კი შეახსენებს, რომ მარტო არ არიან.
კვირეული იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპასის (COMPASS-GE)“ ფარგლებში.
კვირეული ეძღვნება ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მკვლევრის, 2024 წლის 10 აგვისტოს მთაში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას. არჩილი აქტიურად ცდილობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საქმით. მისი დამსახურებით მსოფლიოს ბევრ უმაღლეს წერტილზე გაუშლიათ ბანერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახსენებლად.
კვირეულის ღონისძიებები
ინტერაქტიური ლექცია „დეპრესია ახალგაზრდებში“
ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომელი, ფსიქიატრი მიშიკო დუმბაძე წაიკითხავს ლექციას „დეპრესია ახალგაზრდებში“.
მომხსენებელი განიხილავს, რა არის და რა არ არის დეპრესია, როგორ ამოვიცნოთ ნიშნები და სად ვეძებოთ დახმარება.
დრო: 13 მაისი, 14:00-15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
ინტერაქტიური ლექცია „სტრესის მართვა“
ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ ფსიქოლოგი ანა ჯანიკაშვილი წაიკითხავს ლექციას „სტრესის მართვა“.
მომხსენებელი განიხილავს სტრესის გამომწვევ ფაქტორებს, ნეირობიოლოგიას და გამკლავების სტრატეგიებს.
დრო: 14 მაისი, 12:00-13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
ინტერაქტიური ლექცია „შფოთვა და პანიკური შეტევა“
ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ფსიქოლოგი ანა პაპავა წაიკითხავს ლექციას „შფოთვა და პანიკური შეტევა“.
მომხსენებელი განიხილავს შფოთვის ნიშნების ამოცნობისა და მართვის სტრატეგიებს, ასევე, რა არის პანიკური შეტევა და როგორ შეიძლება მისი მართვა.
დრო: 16 მაისი, 14:00-15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
2025