


ფილიპ მორის საქართველოს სტაჟირება InCompass – მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი
ღონისძიებები
მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში 28 მაისს, 11:00 საათზე, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავს კომპანია ფილიპ მორის საქართველოს ადამიანებისა და კულტურის მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში ნინო ბაქარაშვილი.
შეხვედრის თემა:ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება "InCompass"
შეხვედრა გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/UPXPktGBAB8Eaew17
ფილიპ მორის საქართველო აცხადებს სტუდენტების მიღებას ექვსთვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე "InCompass" მარკეტინგის, გაყიდვების, ბიუჯეტირება/რეპორტინგის და კომერციული დაგეგმვის მიმართულებით.
სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ფილიპ მორის საქართველო, თამბაქოს მწარმოებელი Philip Morris International Inc.– ის შვილობილი საერთაშორისო კომპანია, წარმოდგენილია მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში. 2019 წელს კომპანიას მიენიჭა საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი.
მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერია HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub-ი და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.
დასაქმების ფორუმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3u581pe
დრო: 28 მაისი, 11:00 საათი
2021 წელი