ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფერნანდო კასალ ბერტოას საჯარო ლექცია „პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი“

ღონისძიებები

5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ფერნანდო კასალ ბერტოას საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი“.

პოლიტიკური პარტიები და წარმომადგენლობითი დემოკრატია კრიზისშია. ტრადიციული პარტიები პოზიციებს კარგავენ და ასპარეზს ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე პარტიებს უთმობენ. ლექციაზე განხილული იქნება ამ ცვლილებათა მიზეზები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. მომხსენებელი ასევე ისაუბრებს, რა როლი შეიძლება შეასრულოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ამ პროცესში.

ლექციას მოდერატორობას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი კონსტანტინე ვარძელაშვილი.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი ფერნანდო კასალ ბერტოა (Fernando Casal Bértoa) ნოტინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ასოცირებული პროფესორია. იგი არის REPRESENT: Research Centre for the Study of Parties and Democracy-ის (პარტიებისა და დემოკრატიის კვლევითი ცენტრი) თანახელმძღვანელი; გარდა ამისა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პოლიტიკური პარტიების ექსპერტთა ძირითადი ჯგუფის წევრი, საერთაშორისო IDEA-ს პარტნიორი და ვენეციის კომისიის ექსპერტი. მიღებული აქვს 2017 წლის გორდონ სმიტისა და ვინსენტ ვრაითის მემორიალური პრიზი, 2017 წლის AECPA-ს ჯილდო საუკეთესო სტატიისთვის და 2018 წლის ნოტინგემის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის მედალი „გამორჩეული მიღწევებისთვის“.

მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია უამრავ წამყვან გამოცემაში.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


დრო: 5 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი" (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები