ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ესტონელი დიპლომატის, დოქტორი კაუპო კანდის, საჯარო ლექცია ილიაუნიში

ღონისძიებები

2 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი კაუპო კანდი, წაიკითხავს საჯარო ლექციას ილიაუნის სტუდენტებისთვის.

ლექციის თემაა:  „ეროკავშირი, ევროკავშირის მისია, მისი როლი და მნიშვნელობა“.

ლექციის ფარგლებში, ესტონელი დიპლომატი ისაუბრებს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესახებ და მიმოიხილავს მის განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს; განმარტავს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების ისტორიას; აღწერს წარსულ და მიმდინარე კონფლიქტებს და შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, საკითხი უფრო ფართო, რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში შეისწავლონ.

საჯარო ლექცია გაიმართება ევროკავშირის დაარსებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში. პროექტის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მართავენ საჯარო ლექციებს, რომელთა თემაა ევროკავშირის მნიშვნელობა, მოკლე ისტორია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები; ხოლო მიზანი - ევროკავშირისა და მისიის მანდატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების დაინტერესება.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი კაუპო კანდი 2010-2015 წლებში იგი მუშაობდა ჰააგაში, ეუთოს უმაღლესი წარმომადგენლის უფროს მრჩევლად ეროვნული უმცირესობის საკითხებში, რაც მოიცავდა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას, ტაჯიკეთსა და უკრაინას; 2007-2010 წლებში, 2008 წლის აგვისტოს ჩათვლით, მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, პიტერ სემნების, პოლიტიკურ მრჩევლად ევროპის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის პირველ მისიაში საქართველოში (EUJUST Themis). სხვადასხვა დროს იყო ევროპის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დიპლომატი ევროკავშირში (ესტონეთის წარმომადგენლობა ბრიუსელში) და ანალიტიკოსი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმარების დეპარტამენტში.

როგორც „ფონდ ღია საზოგადოების“ სტიპენდიატი, დოქტორი კაუპო კანდი ფლობს კონტინენტური ფილოსოფიის დოქტორისა (PhD) და მაგისტრის (MA) ხარისხებს ვარვიკის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო), ხელოვნების ისტორიასა და ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (პრაღა) და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს ფილოსოფიაში.

დოქტორი კაუპო კანდი სხვადასხვა დროს იყოს ესტონეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი/ფილოსოფიის განყოფილების ხელმძღვანელი და რადიო „ევროპის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი გაერთიანებულ სამეფოში.

დრო: 2 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობაA101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დასწრება თავისუფალია

ბანერები