ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ენის სენსორული და კულტურასთან შერწყმული სწავლება კონცეფციის მიხედვით –„დაუვიწყარი ადგილები“ გერმანულის ენის გაკვეთილზე საქართველოში“ – დარგობრივი სემინარი გერმანისტებისთვის

სემინარები

11 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში DAAD: გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD: German Academic Exchange Service) პარტნიორობით გერმანისტებისა და გერმანული ენის პედაგოგებისათვის გაიმართება ალუმნი სემინარი “Kulturbezogenes und sprachsensibles Lernen im DaF – Unterricht in Georgien nach dem Konzept "Erinnerungsorte" („ენის სენსორული და კულტურასთან შერწყმული სწავლება კონცეფციის მიხედვით – „დაუვიწყარი ადგილები“ გერმანულის ენის გაკვეთილზე საქართველოში“).

სემინარს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტი/ლექტორი, გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეობის წევრი, გერმანული ენის ცენტრის ხელმძღვანელი ბელა შალამბერიძე და კასელის უნივერსიტეტის სასწავლო საბჭოს ხელმძღვანელი, გერმანისტი, დოქტორი ტანია ფორი.

სემინარი მოიცავს თეორიული საფუძვლებით გადამზადებას გერმანულის როგორც უცხო ენის თანამედროვე სწავლებაში. სემინარზე გადაამზადებენ უმაღლესი სასწავლებლების გერმანული ენის პროფესორ-მასწავლებლებს თბილისიდან და რეგიონებიდან, ასევე DAAD-ის მოწვეულ ლექტორებს საქართველოში.

თეორიულ ნაწილზე მოწვეული რეფერენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კავკასიის კვლევების და ევროპისმცოდნეობის მიმართულებით, დოქტორი ოლივერ რაისნერი თავის დოქტორანტთან ერთად გამართავს პრეზენტაციას კავკასიელი გერმანელების ისტორიისა და კულტურის შესახებ და დამსწრეთ გააცნობს ამ თემაზე დღევანდელ მონაცემთა ბაზას.

12 აპრილს სემინარი გაგრძელდება ქალაქ ბოლნისსა (კატარინენფელდი) და ასურეთის რეგიონში (ელიზაბეტთალი) ჯგუფური პრაქტიკული ღონისძიებებით იმ ადგილებში, საიდანაც იღებს სათავეს კავკასიელ გერმანელთა ისტორია, კონკრეტულ სამახსოვრო ადგილებში საგაკვეთილო ჩართულობითა და სემინარის ხელმძღვანელთა მიერ შემუშავებული დიდაქტიზებული მასალით შეძლებენ ავთენტურ გარემოში მუშაობას. სემინარის მთავარი პრაქტიკული დიდაქტიზებული მასალა ეყრდნობა გერმანელი ხალხის ცხოვრების ეტაპებს, მათ მიერ დანერგილ კულტურასა და ენობრივ გავლენას საქართველოში ქ. ბოლნისისა და სოფ. ასურეთის მაგალითებზე დაყრდნობით, რის კვლევასაც გერმანულის როგორც მეორე ენის დარგში ახორციელებენ გერმანისტი ბელა შალამბერიძე და მისი გერმანელი კოლეგა ტანია ფორი მეცნიერული კუთხით წარმოსაჩენად საერთაშორისო მასშტაბით. სემინარზე შესწავლილი მასალებით კი მისი მონაწილე მოქმედი გერმანისტები შეძლებენ თანამედროვე სასწავლო სტრატეგიებით გაჯერებული მასალა გერმანული ენის გაკვეთილზე გამოიყენონ, ენა არასასწავლო სივრცეში „დაუვიწყარი ადგილების" მეშვეობით ასწავლონ.

სამუშაო ენა: გერმანული

დრო: 11 აპრილი, 10:00 -18:00 საათი, 12 აპრილი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები