დოქტორანტ ივანე ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
ღონისძიებები
14 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ,,ფილოსოფია“ დოქტორანტი ივანე ლომიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “Liberal Realism: Politics of Difference beyond Universalist-Contextualist Debate” („ლიბერალური რეალიზმი: განსხვავების პოლიტიკა უნივერსალიზმისა და კონტექსტუალიზმის დებატს მიღმა“).
ერთობლივი პროექტი დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.
სადისერტაციო ნაშრომი შეეხება განსხვავების პრობლემას დემოკრატიის თეორიაში. ნაშრომში გაკრიტიკებულია, ერთი მხრივ, ლიბერალური უნივერსალიზმი, ხოლო, მეორე მხრივ, რეალიზმის უუნარობა ნორმატიულად განსაჯოს „განსხვავებები“. პრაქტიკული რაციონალობის შესახებ მორალური პარტიკულარიზმის არგუმენტზე დაყრდნობით ნაშრომში განვითარებულია „პარტიკულარისტული პოლიტიკური პრინციპების“ იდეა, რომელიც, ავტორის მტკიცებით, ჭრის როგორც ლიბერალიზმის, ისე რეალიზმის პრობლემებს და გვთავაზობს ალტერნატიულ თეორიულ ჩარჩოს − ლიბერალურ რეალიზმს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განსხვავების პოლიტიკის წარმართვა თანამედროვე საზოგადოებებში.
სამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან: პროფესორი თომას გუტმანი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: პროფესორი გიგა ზედანია
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 14 იანვარი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025