დოქტორ კენეთ რაინეკე ჰანსენის ლექცია „ჰანს ქრისტიან ანდერსენი – ზღაპრები და ზღაპრების მიღმა“
ღონისძიებები
23 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორის, დოქტორ კენეთ რაინეკე ჰანსენის საჯარო ლექციაზე „ჰანს ქრისტიან ანდერსენი – ზღაპრები და ზღაპრების მიღმა“
შეხვედრაზე დოქტორი ჰანსენი წაიკითხავს მოხსენებას ჰანს ქრისტიან ანდერსენის შემოქმედების შესახებ. დანიის საზღვრების მიღმა ანდერსენი (1805-1875) უმეტესად ცნობილია, როგორც ზღაპრების ავტორი, თუმცა მისი შემოქმედება უფრო ფართოა და მოიცავს ლექსებს, რომანებსა და სამოგზაურო ჩანაწერებს. მომხსენებელი განიხილავს ანდესენის ზღაპრების უნიკალურ სტილსა და შინაარსს, გააანალიზებს როგორ იძენს მათში ბავშვის პერსპექტივა უფრო ღრმა ეგზისტენციალურ დატვირთვას, რომელიც უფროსი თაობის მკითხველისთვისაა განკუთვნილი. ლექციაზე ასევე წარმოჩნდება, როგორ აისახება ანდერსენის ნაწარმოებებში რომანტიზმის ხანის აზროვნება და ესთეტიკა.
მომხსენებლის შესახებ
დოქტორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ასწავლის და იკვლევს დანიურ ენას, ლიტერატურასა და მედიებს. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესების საგანია გაყალბებული ახალი ამბები, მოსწავლეთა მედიაწიგნიერება და ბავშვთა ზნეობრივი აღზრდა. მას გამოცემული აქვს წიგნები და სტატიები სატელევიზიო ახალი ამბების დრამატურგიის, მომავალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის, მედიადიდაქტიკის, დანიური ორთოგრაფიისა და სხვა საკითხების შესახებ.
ლიტერატურული კლუბის შეხვედრაზე დოქტორი კენეთ რაინეკე ჰანსენი წაიკითხავს მოხსენებას ჰანს ქრისტიან ანდერსენის შემოქმედების შესახებ. დანიის საზღვრების მიღმა ჰანს ქრისტიან ანდერსენი (1805-1875) უმეტესად ცნობილია როგორც ზღაპრების ავტორი, თუმცა მისი შემოქმედება უფრო ფართოა და მოიცავს ლექსებს, რომანებსა და სამოგზაურო ჩანაწერებს. ლექციაზე განიხილება ანდესენის ზღაპრების უნიკალური სტილი და შინაარსი, გაანალიზდება, როგორ იძენს მათში ბავშვის პერსპექტივა უფრო ღრმა ეგზისტენციალურ დატვირთვას, რომელიც უფროსი თაობის მკითხველისთვისაა განკუთვნილი. ლექციაზე ასევე წარმოჩნდება, როგორ აისახება ანდერსენის ნაწარმოებებში რომანტიზმის ხანის აზროვნება და ესთეტიკა.
სასურველია, დამსწრე საზოგადოებას წინასწარ ჰქონდეს წაკითხული ანდერსენის ერთი ზღაპარი („ბულბული“, ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: http://www.andersen.sdu.dk/vaerk/hersholt/TheNightingale_e.html).
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 23 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
დასწრება თავისუფალია.