


დოკუმენტური კინოს დღეები ილიაუნიში - ფილმის „ლურჯი მოცვი“ ჩვენება
ღონისძიებები
ილიაუნის რელიგიის კვლევების ალუმნი ქსელი და დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) წარმოგიდგენთ დოკუმენტური ფილმების ჩვენების სერიას „დოკუმენტური კინოს დღეები ილიაუნიში“.
მაყურებელს ექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ გაეცნოს თანამედროვე ქართულ დოკუმენტურ ფილმებს, არამედ ფილმების ავტორებთან ერთად იმსჯელოს ფილმებში ასახულ საკითხებზე.
8 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნიში გაიმართება სერიის პირველი ფილმის „ლურჯი მოცვი“ (2023, 75 წთ) ჩვენება.
ფილმის შესახებ
ყოფილი ინჟინერი სოსო და დიასახლისი ნინო, თავიანთ შვილებთან, გიორგისთან და ლაზარესთან, ერთად ზუგდიდში, დე ფაქტო საზღვართან ძალიან ახლოს საოჯახო სასტუმროსა და ფერმას უძღვებიან.
მოწვეული სტუმარი: რეჟისორი ელენე მიქაბერიძე
მოდერატორი: სოფო ზვიადაძე, ასოცირებული პროფესორი კულტურის და რელიგიის კვლევების მიმართულებით
ენა: ქართული, სუბტიტრები: ინგლისური
დრო: 8 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის N1
დასწრება: თავისუფალია
2025