ღონისძიებები
12 დეკემბერი, 2024
ღონისძიებები
27 ნოემბერი, 2024
ღონისძიებები
29 ნოემბერი, 2024
ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის" პრეზენტაცია
ღონისძიებები
16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ქარჩხაძის გამომცემლობა ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის" პრეზენტაციაზე გიწვევთ.
„მარტოობის ჩუმი ედემი“ მწერლის უბის წიგნაკიდან ამ დრომდე უცნობ ჩანაწერებს, პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ტექსტებს აერთიანებს.
პრეზენტაციის მოდერატორი ლევან ბერძენიშვილი იქნება. წიგნის შესახებ ლევან ბრეგაძე, კახა ჯამბურია, მამუკა ბერიაშვილი, დიანა ანფიმიადი, ზაალ ჩხეიძე და დავით პაიჭაძე ისაუბრებენ.
მსურველებს წიგნის შეძენა პრეზენტაციის მსვლელობისას შეეძლებათ.
დრო: 16 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.