ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისტანციური ვორკშოპი „გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტები მედიაში“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით, მედიის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ ვორკშოპს გამართავს.

მედიის მიერ გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ამ საკითხების ეთიკური სტანდარტების შესაბამისად გაშუქება.

ვორკშოპზე, რომელიც სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა, განვიხილავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის საქმიანობის ფარგლებში რა ხარვეზები გამოვავლინეთ გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქებისას და რა გაითვალისწინა მეორე მხარემ თვითრეგულირების ფარგლებში შეტანილი საჩივრების განხილვისას.

შეხვედრაზე მიმოვიხილავთ საუკეთესო საერთაშორისო და შიდაგამოცდილებას, ასევე ვიმსჯელებთ სტანდარტის ამაღლების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე. განსაკუთრებით კი ისეთი მგრძნობიარე თემების შემთხვევაში, როგორებიც სექსუალური და ოჯახში ძალადობა, გენდერული დისკრიმინაცია ან ფემიციდია.
მედიას კრიტიკული როლი აქვს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის გავრცელების თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკისთვის მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების უკუკავშირის მიღება.

მომხსენებლები:

თამარ კორძაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;
თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;
ნუცა მაზანაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი.

მოდერატორი:

მარიამ მელქაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი

დრო: 30 ივლისი, 18:00 საათი

* დისტანციური ვორკშოპი გაიმართება აპლიკაცია Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/yycemzev

ბანერები