ღონისძიებები
16 ოქტომბერი, 2024
ღონისძიებები
18 ოქტომბერი, 2024
ღონისძიებები
10 ოქტომბერი, 2024
დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“
ღონისძიებები
27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ნესტორ ლაკობასა და მის შემდგომი აფხაზი ლიდერების მიერ „ორი ცენტრის“ გამოყენება მიზნების მისაღწევად, განხვავებული რეაქცია თბილისსა და სოხუმში 1956 და 1978 წლების მოვლენებზე და რა გავლენა მოახდინა ამან დამოუკიდებლობის შემდგომ მოვლენათა განვითარებაზე.
დისკუსიას გაუძღვებიან:
- ტიმოთი ბლაუველტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი
- ქლერ კაიზერი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- პროფესორი კაიზერი საქართველოს აკადემიური წრეებისათვის ცნობილია, როგორც ავტორი წიგნისა „ქართველი და საბჭოელი – ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“, რომელიც ეძღვნება ნაკლებად გამოკვლეულ საბჭოთა პერიოდს მეორე მსოფლიო ომიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.
დისკუსიის მოდერატორი
- ქეთი ეფაძე, იდენტობისა და მეხსიერების მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 27 სექტემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2024