ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ

ღონისძიებები

22 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობით, გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის განხილვას ეძღვნება.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მიდგომებისა და სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, რეპრესიულ ზომებს ნარკოვითარების გაჯანსაღების თვალსაზრისით შედეგები არ მოაქვს, საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობა და სამართალაღსრულების პრაქტიკა არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნასა და მკაცრ დასჯაზეა ორიენტირებული.

ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა ნარკოპოლიტიკის რეფორმის გეგმა, რომელსაც შეხვედრაზე გააცნობს ილიაუნის სტუდენტებსა და ლექტორებს. გაიმართება დისკუსია, რომელზეც განიხილება შემდეგი თემები:

  •  რატომ არის აუცილებელი ნარკოპოლიტიკის შეცვლა;
  • რა შედეგები მოიტანა მოქმედმა პოლიტიკამ;
  • რა ცვლილებებს სთავაზობს ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის პლატფორმა;
  • როგორი იქნება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასჯელი ახალი კანონმდებლობის პირობებში;
  • რა შეიცვლება ზრუნვის (პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია) თვალსაზრისით;
  • როგორია რეფორმის მოსალოდნელი შედეგები.

შეხვედრის დრო: 22 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები