ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Cyber Talks - აია იი, თუ იია აი?

ღონისძიებები

Cyber Talks-ის მომდევნო ლექციაზე გაგაცნობთ საინტერესო რეკომენდაციებს, რომელებიც შეიძლება გამოგადგეთ საყვარელი საქმის მოძებნის პროცესში. 

ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ კომერციული დირექტორი თამთა კალანდაძე გურული სიტყვებისა თუ ფრაზების დახმარებით გიამბობთ, როგორი შეიძლება იყოს სასურველი პროფესიისა და შესაძლებლობების ძიების პროცესი.

ლექცია აგებულია 10 გურულ სიტყვასა თუ ფრაზაზე:

1. აანცება, ხელების დაკოტავება – აჟიტირება და მთების გადატიალების სურვილი;

2. რაცხა როგორ გვიშლის დიდი საქმეების კეთების სურვილი ხელს მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებაში;

3. რეიზა პასუხი კითხვაზე რატომ? რატომ გინდა გააკეთო ის, რაც გინდა რომ გააკეთო, ანუ ყველაზე რთული კითხვა;

4. მაკვარანცხობა ანტრეპრენერშიპი, სტარტაპერობა და იმ უნარ-ჩვევების ბუკეტი, რომელიც წარმატების საწინდარია;

5. ბარეღამ ბარემ ამასაც გავაკეთებ, ანუ რაში გვჭირდება 1 საქმეზე კონცენტრაცია;

6. მარცხი ელანძეა ეს ნაწილი შეეხება მარცხს;

7. მოკვარახჭინება მოტივაცია და საქმეების მოგვარება;

8. ტარაბუა პირველი წარმატების თავბრუდახვევა;

9. გუუნკლოვლობა პირველი დიდი გაურკვევლობა, ანუ როცა გეგონა, რომ იცოდი, რასაც აკეთებდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა;

10. კუთვნილი ჯორკო რა ხდება მაშინ, როცა მიაგნებ საყვარელ საქმეს და როგორ გვამცნობს გული და გონება ამაზე.

გელოდებით ოთხშაბათს, 20 მაისს, 19:00 საათზე ილიუნის კიბერლაბორატორია უნილაბის Facebook გვერდზე.

ბანერები