ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია“ - სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

ღონისძიებები

3 აპრილს. 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სახელმძღვანელოს - „ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია“ - პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ავტორია ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი (თანაავტორი - სოფიო სამხარაძე).

აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნა უმნიშვნელოვანესი საკითხია ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან, ერთი მხრივ, პირდაპირაა დაკავშირებული აღნიშნული მიმართულების განვითარებასთან და ევროპულ თუ ამერიკულ სისტემასთან დაახლოებასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

სახელმძღვანელო სრულად აკმაყოფილებს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს. გამომდინარე იქიდან, რომ ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებებს და ნოზოლოგიათა უკანასკნელ კლასიფიკაციებს, ის მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების ყველა სტუდენტს, ასევე - ყველა სტომატოლოგს, რომელთაც კვალიფიკაციის შეძენა/ამაღლება სწორედ ამ მიმართულებით აქვს განსაზღვრული.

სახელმძღვანელო დადებითად შეაფასა რომის საპიენცას და სტამბოლის უნივერსიტეტების სამედიცინო სკოლებმა და მოწოდებულია სახელმძღვანელოდ დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისთვის.

დრო: 3 აპრილი. 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები