ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ასისტენტ-პროფესორ გიორგი დალაქიშვილის საჯარო ლექცია: „მზის აქტივობა და მისი შესაძლო გავლენა დედამიწაზე“

ღონისძიებები

18 თებერვალს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა დასაინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან, გიორგი დალაქიშვილთან.

საუბრის თემაა: „მზის აქტივობა და მისი შესაძლო გავლენა დედამიწაზე“.

შეხვედრაზე განიხილება მზის ზედაპირზე მზეზე მიმდინარე ენერგეტიკული პროცესები და მზიდან წამოსული ნაკადების/ამოფრქვევების დინამიკა; მზეზე მიმდინარე პროცესების გავლენა თანამგზავრებზე, დედამიწისატმოსფეროში მიმდინარე დინამიურ პროცესებზე, დედამიწაზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ცოცხალსა თუ არაცოცხალ ბუნებაზე და ადამიანებზე.

დრო: 18 თებერვალი 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) 

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები