ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია − გამარჯვებულის დაჯილდოება

ღონისძიებები

24 იანვარს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება არჩილ ბადრიაშვილის სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია. ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნატალი ჯაჯვანს, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მეორეკურსელს სვანეთის რეგიონიდან.

2024 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია. მისი ფოკუსი 2024 წელს სვანეთის რეგიონის მთების მრავალფეროვნება იყო.

სტიპენდიის მოპოვებას ყოველწლიურად შეძლებენ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები საქართველოს მთიანი რეგიონებიდან.

არჩილ ბადრიაშვილი მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ალპინისტი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ალპინისტური მარშრუტი და გაუკვალავ მწვერვალებზე პირველასვლა, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია ალპინიზმის „ოსკარად“ წოდებული ოქროს წერაყინით.

არჩილი გამორჩეული ავტორია, რომელმაც მსოფლიოს ქართული ალპინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიღწევები გააცნო ცნობილი საერთაშორისო ალპინისტური ჟურნალებისა და გამოცემების მეშვეობით.

დრო: 24 იანვარი, 18.00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები