
ღონისძიებები
27 თებერვალი, 2021

ღონისძიებები
3 მარტი, 2021

ღონისძიებები
18 თებერვალი, 2021
ამერიკელი ფსიქოლოგის საჯარო ლექცია „ემოციური ინტელექტი“
ღონისძიებები
10 იანვარს, პარასკევს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ფორდემის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს, ჰელენ როზელმანს, რომელიც გამართავს საჯარო ლექციას ემოციური ინტელექტის შესახებ.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:
- ემოციური ინტელექტის ოთხი ფუნდამენტური ასპექტი;
- ემოციური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ინტერაქციებში;
- კომუნიკაციის უნარები და ემოციური ინტელექტი;
- კომუნიკაციის უნარების განვითარება;
- კულტურული ცნობადობის მნიშვნელობა ემოციური ინტელექტის განვითარებაში;
- ემოციური ინტელექტის განვითარების სტრატეგიები.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 10 იანვარი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.