ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ACCA-ს ევროპის განვითარებადი ქვეყნების განათლების პროგრამის ხელმძღვანელისა და BDO აკადემიის მენეჯერის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

17 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომელსაც  გაუძღვებიან სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA - Association of Chartered Certified Accountants) ევროპის განვითარებადი ქვეყნების განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ელენა ნაუმენკო, და BDO აკადემიის მენეჯერი, თინათინ იზორია.

BIG 4-ის კომპანიებში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ელენა ნაუმენკო, რომელიც სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციაში (ACCA) მუშაობს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, სტუდენტებს გააცნობს ACCA-ს კვალიფიკაციას, კერძოდ, რატომ არის მნიშვნელოვანი და რას მოიცავს იგი, ასევე, დასაქმების რა საშუალებებს იძლევა ACCA-ს კვალიფიკაცია და გამოცდებისთვის მზადებისა და სწავლის მხარდაჭერის რა საშუალებები არსებობს. ACCA წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უდი­დეს და სწრა­ფად მზარდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბუ­ღალ­ტრულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნებუ­ლია გაერთიანებულ სამეფოში და ით­ვლის 188,000 პრო­ფე­სი­ო­ნალ წევ­რსა და  480,000 სტუ­დენტს მსოფლიოს მასშტაბით. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ACCA-ს პრო­ფე­სი­ულ ბუ­ღალ­ტრულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას აღი­ა­რებს რო­გორც გლო­ბა­ლურ სტან­დარტს. მსოფლიოს უდიდესი კომპანიები ენდობიან და აღიარებენ ACCA-ს სტუდენტების ცოდნასა და პროფესიონალიზმს. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ საშუალება, დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.

შეხვედრის დასასრულს, BDO აკადემიის წარმომადგენელი, თინათინ იზორია, სტუდენტებს გააცნობს, რა სახის ბენეფიტებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა შეეძლებათ მათ BDO აკადემიაში სწავლისას და გამოცდის ჩაბარებისას.

დრო: 17 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები