ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის

ახალი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების საოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აცხადებს 5-თვიან გაცვლით პროგრამას აშშ-ში აკადემიური პერსონალისთვის შემდეგ მიმართულებებზე: სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, მარკეტინგი და აგრობიზნესის მართვა, საბაზრო ეკონომიკა. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანი აგრობიზნესგარემოს შექმნას.

მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი უნდა ასწავლიდეს უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის სფეროში;
  •  თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ ენას;
  • გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ მინიმუმ 2 წელი გააგრძელოს მუშაობა უნივერსიტეტში.

გაცვლითი პროგრამა დაიწყება 2016 წლის ივლისში და დასრულდება 2016 წლის დეკემბერში.

გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

გაცვლითი პროგრამის სრული აღწერა ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ.

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ.

ბანერები